ექიმის გვერდი

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების კვლევა: კლინიცისტის გზამკვლევი

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების აღმოჩენა უმეტესად ხდება რუტინული ფიზიკური ან ინსტრუმენტული გამოკვლევების დროს. როგორი უნდა იყოს კლინიცისტის მომდევნო ნაბიჯები, მას შემდეგ რაც დადასტურდება ფარისებრ ჯირკვალში კვანძის არსებობა? პირველი რიგის ამოცანაა კეთილთვისებიანი კვანძების ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძებისგან დიფერენცირება. როგორც პირველ, ასევე მომდევნო ვიზიტებზე უნდა გაეცეს პასუხი სამ ძირითად შეკითხვას: არის თუ არა წარმოდგენილი კომპრესიის სიმპტომები, როგორიცაა დისფაგია, დისფონია ან დისპნეა? ცვლის თუ არა…

გაგრძელება

ახალი წელი და დიაბეტი
შაქრიანი დიაბეტი

შობა-ახალი წელი და დიაბეტი

ახალი წლის დღეები განსაკუთრებული პერიოდია ყველასთვის. ამ დღესასწაულს ქმნის ოჯახური გარემო, ლამაზი დეკორაციები, საჩუქრები და რა თქმა უნდა, გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები, რაც დიაბეტის მქონე ადამიანისთვის შესაძლოა თავსატეხად იქცეს. როგორ შევძლოთ ამ დღეების ისე გადატანა, რომ თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნოთ, განწყობა არ გავიფუჭოთ და ორგანიზმსაც არ მივაყენოთ სერიოზული ზიანი? ბოლოს და ბოლოს ერთი დღით ყველას გვეკუთვნის, რომ სხვადასხვა პროდუქტის მიღების…

გაგრძელება

თმის ცვენა
ზოგადი

თმის ცვენა ქალებში

თმის ცვენა არის მდგომარეობა, რომელიც მართალია არ ქმნის სიცოცხლისთვის საფრთხეს, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება. თავის თმიან საფარველზე დაახლოებით 100 000 თმის ფოლიკულია მოთავსებული. ყოველი მათგანი გადის სიცოცხლის საკუთარ ციკლს, რაც მოიცავს ზრდის პროცესს და დასვენებას. ყოველ მოცემულ მომენტში თმის ფოლიკულის უმრავლესობა იმყოფება ზრდის ფაზაში, რომელიც 2-დან 6 წლამდე…

გაგრძელება

ზოგადი

ჭარბთმიანობა

ჭარბთმიანობა ანუ ჰირსუტიზმი არის მამაკაცური ტიპის თმიანობის განვითარება ქალებში. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ტერმინალური თმა, რომელიც უხეში და მუქი ფერისაა, ჩნდება კანზე ისეთ ადგილებში, სადაც მისი ზრდა დამოკიდებულია მამაკაცური ჰორმონების – ანდროგენების რაოდენობაზე და არ უნდა გვხვდებოდეს ქალებში. ეს მიდამოებია: ზედა ტუჩი, ნიკაპი, წინამხარი, ბეჭის მიდამო, ზურგის ქვედა ნაწილი და დუნდულები, ბარძაყის შიდა ზედაპირი, მუცელი, მკერდი, ჭიპის ქვედა არე ბოქვენამდე.…

გაგრძელება

ზოგადი

სტრესის გავლენა ენდოკრინულ სისტემაზე

სტრესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც რეაქცია ნებისმიერ ისეთ სიტუაციაზე, რომელიც არღვევს წონასწორობას ორგანიზმსა და მის გარემომცველ გარემოს შორის. ზოგადად სტრესი ადამიანის არსებობის ბუნებრივი თანმდევია და ბევრ რამეში ეხმარება მას, თუმცა დღევანდელი ცხოვრება ზედმეტად გადატვირთულია სტრესული სიტუაციებით, რის გამოც ის ხშირად სხვადასხვა პრობლემის სათავედ გვევლინება. ყველაზე გავრცელებული სტრესორებია: არაადეკვატური დატვირთვა სამუშაო ადგილას გამოცდები ფსიქოსოციალური ტრავმა ფიზიკური ტრავმა, მათ შორის ქირურგიული ჩარევები ნებისმიერი…

გაგრძელება

ექიმის გვერდი

COVID-19-ის ზემოქმედება ფარისებრ ჯირკვალზე

ახალი კვლევის თანახმად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის თირეოტოქსიკოზის სიხშირე არის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, ვიდრე ამავე განყოფილების იმ ავადმყოფთა შორის, რომელთაც არ აქვთ კორონავირუსი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ COVID-19-ს შეუძლია ატიპიური თირეოიდიტის გამოწვევა. ,,ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას მოხდეს კორონავირუსით დაავადებული იმ პაციენტების ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რუტინული კვლევა, რომელთაც ესაჭიროებათ ინტენსიური თერაპია, რადგან მათ შორის ხშირია COVID-19-თან ასოცირებული…

გაგრძელება