ფიზიკური აქტივობის როლი უმნიშვნელოვანესია დიაბეტის ეფექტურ მართვაში. მისი ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში კი არც ისე რთულია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. რა სარგებლობა აქვს ფიზიკურ აქტივობას დიაბეტის დროს ფიზიკური აქტივობა მოიცავს ყველანაირ მოძრაობას, რომელიც ზრდის ენერგიის მოხმარებას. ვარჯიში კი არის დაგეგმილი და სტრუქტურირებული ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა დიაბეტის დროს ეხმარება ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს ჰორმონი ინსულინი, რომლის მოვალეობაა გლუკოზა, როგორც ენერგიის…
DIABETES MELLITUS
RELATION BETWEEN DIABETES MELLITUS AND THYROID DYSORDERS
შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ენდოკრინული დაავადებების ორი ყველაზე დიდი ჯგუფია. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ კლინიკური თვალსაზრისითაც მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის სკრინინგისა და მართვის პროცესების სწორად დაგეგმვისთვის. ერთის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პანკრეასის ფუნქციონირების რეგულაციაში. მეორეს მხრივ კი, შაქრიანი დიაბეტი ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე სხვადასხვა მიმართულებით.…
THE MOST ACTUAL QUESTIONS ABOUT TYPE 2 DIABETES
ემართება თუ არა ტიპი 2 დიაბეტი ყველას, ვისაც ჭარბი წონა აქვს? არა. თუმცა, სიმსუქნე ტიპი 2 დიაბეტის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორია და გენეტიკური წინასწარგანწყობის თანაარსებობის შემთხვევაში ხდება კიდეც მისი გამომწვევი. სტატისტიკურად სიმსუქნის მქონე პირთა დაახლოებით 30%-ს აღენიშნება ტიპი 2 დიაბეტი. ამასთანავე, მათთვის დიაბეტის განვითარების რისკები 80-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხეულის ნორმალური მასის პირობებში. ხოლო დიაბეტის მქონეთა 85% არის მსუქანი. ემართება თუ…
TYPE 2 DIABETES - THE DENIAL OF DIAGNOSIS AND COMPLICATIONS OF UNTREATED DESEASE
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ინსულინრეზისტენტობის და პანკრეასის მიერ ინსულინის არასათანადო გამომუშავების თანხვედრის შედეგად. კლინიკურ და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დიაბეტის დიაგნოზს ადამიანები მისი სრული იგნორით ხვდებიან. ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი, თუმცა სრულიად გასაგები ადამიანური ქმედებაა. საქმე იმაშია, რომ დიაბეტის მართვა პაციენტის ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს. შემთხვევათა უმეტესობაში ისე ხდება, რომ დიაგნოსტირებულ პირებს…
CHRISTMAS AND DIABETES
Christmas days are very special for all of us. It's made by family environment, beautiful decorations, gifts and of course special food which can be challenging for diabetics. How to meet these days without spoiling our mood and not to damage our health seriously? At last all we deserve to give ourselves right for just a day to eat food we love so much. Especially when we behaved well all the year and our blood glucose level was within its target range. The main thing is a quantity!
DIABTES AND FRUIT
შაქრიანი დიაბეტის ეფექტური მართვის პროცესში წამყვანი კომპონენტია დიეტოთერაპია, რომლის მთავარი პრინციპია ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება კვების რაციონში. დიეტის დანიშვნის შემდეგ პაციენტთა შორის განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ხილთან დაკავშირებით: თუ რომელი სახეობის მიღება შეიძლება და რა რაოდენობით, რომლის მიღება არ არის სასურველი და ა.შ. ხილის კვებითი ღირებულება ხილი არის საკვების ის კატეგორია, რომელიც ჩვენი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს მისი მაღალი…