მულტივიტამინი – მინერალების და ვიტამინების კომპლექსი, საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადი საკვები დანამატია. მახასიათებლები მათი მრავალი ფორმა არსებობს და იწარმოება ტაბლეტის, კაფსულის, ჟელეს, ფხვნილის, საღეჭის და სითხის სახით. განსხვავებულია შემადგენლობაც და გვხვდება, როგორც: ერთკომპონენტიანი (მაგალითად, რკინა) ორკომპონენტიანი (მაგალითად, D ვიტამინი და კალციუმი) ერთ ჯგუფში შემავალი ვიტამინების ნაკრები (მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი) მულტივიტამინი, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის…
GENERAL
HEIGHT ASSESMENT
ტანდაბლობა და ზრდის შეფერხება, როგორც სამედიცინო ტერმინები, გამოიყენება იმ პირთა მდგომარეობის შესაფასებლად, რომლებიც ჩამორჩებიან სიმაღლეში მისივე ასაკის, სქესის და ეთნიკური კუთვნილების ადამიანებს. პრაქტიკაში მათი გამოყენება უმეტესად ბავშვებში ხდება საჭირო. ზრდის პროცესის კლინიკური შეფასება ბავშვი შეიძლება ჩამორჩებოდეს თანატოლებს სიმაღლეში, მაგრამ ამავე დროს იყოს სრულიად ჯანმრთელი. ეს განსაკუთრებით ბუნებრივი მოვლენაა, როცა მშობლებიც ტანდაბლები არიან, რადგან მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის სიმაღლეს განსაზღვრავს, არის…
HOW TO STAY ACTIVE AT A DESK JOB
ხანგრძლივ ჯდომასთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკები ადამიანის ორგანიზმი შექმნილია მოძრაობისთვის და ათასწლეულების განმავლობაში სწორედ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული ხალხის ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი წილი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი (ავტომობილი, ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვ.) გამოიწვია ის, რომ დღეს ყველა ასაკის ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ მჯდომარე პოზიციაში. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა კორონავირუსულმა პანდემიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში. არადა, მჯდომარე მდომარეობაში ხანგრძლივმა ყოფნამ ნებისმიერი მიზეზით,…
სიყვარულის ენდოკრინოლოგია
რა არის სიყვარული? თუ აქამდე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ტრადიციულად პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები ცდილობდნენ, დღეს უკვე შედარებით ნაკლებად რომანტიული პროფესიის წარმომადგენლებს – ენდოკრინოლოგებსაც საკმაოდ ბევრი სათქმელი დაგვიგროვდა იმის შესახებ, თუ რა არის სიყვარული. საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სიყვარული და ასევე სხვა ემოციებიც აღმოცენდება გულიდან. სინამდვილეში კი მის წარმოქმნას თავის ტვინი განაგებს. ქიმიური თვალსაზრისით სიყვარული არის სხვადასხვა ნივთიერებების –…
ოფლის გამოყოფა – ნორმა და პათოლოგია
ოფლის წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციაა. მასში იგულისხმება უპირატესად მარილის (NaCl) შემცველი სითხის გამოყოფა კანში მრავლად განლაგებული საოფლე ჯირკვლების მიერ. ფიზიოლოგიური როლი და მნიშვნელობა ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის მთავარი ინსტრუმენტია. როცა სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების შედეგად სხეულში წარმოქმნილი სითბო ჭარბად გროვდება, მის გასანეიტრალებლად და შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, ატენიანებს მას, ორთქლდება და შედეგად ხდება სხეულის გაგრილება საჭირო…
THE MOST ACTUAL QUESTIONS ABOUT TYPE 2 DIABETES
ემართება თუ არა ტიპი 2 დიაბეტი ყველას, ვისაც ჭარბი წონა აქვს? არა. თუმცა, სიმსუქნე ტიპი 2 დიაბეტის განვითარების მთავარი რისკ-ფაქტორია და გენეტიკური წინასწარგანწყობის თანაარსებობის შემთხვევაში ხდება კიდეც მისი გამომწვევი. სტატისტიკურად სიმსუქნის მქონე პირთა დაახლოებით 30%-ს აღენიშნება ტიპი 2 დიაბეტი. ამასთანავე, მათთვის დიაბეტის განვითარების რისკები 80-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხეულის ნორმალური მასის პირობებში. ხოლო დიაბეტის მქონეთა 85% არის მსუქანი. ემართება თუ…