ფარისებრი
DOCTOR'S PAGE, Thyroid gland, DIABETES MELLITUS

RELATION BETWEEN DIABETES MELLITUS AND THYROID DYSORDERS

შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ენდოკრინული დაავადებების ორი ყველაზე დიდი ჯგუფია. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ კლინიკური თვალსაზრისითაც მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის სკრინინგისა და მართვის პროცესების სწორად დაგეგმვისთვის. ერთის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პანკრეასის ფუნქციონირების რეგულაციაში. მეორეს მხრივ კი, შაქრიანი დიაბეტი ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე სხვადასხვა მიმართულებით.…

Read more

სტატია ექიმებისთვის
DOCTOR'S PAGE, Thyroid gland

The impact of obesity on thyroid gland

მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასა და სიმსუქნეს შორის ბოლო წლების მონაცემებით გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კერძოდ, როდესაც სიმსუქნის ფონზე ფიქსირდება TSH-ის იზოლირებული მომატება (<10) და მას თან არ ახლავს სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევები, ეს ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სიმსუქნისგან და არა პირიქით. ფაქტია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა მხოლოდ მცირედით ამცირებს წონას -კლება უმეტესად სხეულის მასის 10%-ზე ნაკლებია. ეს…

Read more

სტატია ექიმებისთვის
DOCTOR'S PAGE

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევების იშვიათი შედეგების ინტერპრეტაცია – კლინიცისტის გზამკვლევი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების შედეგები უმეტეს შემთხვევაში სტანდარტულია და მათი ინტერპრეტაცია იოლია. მაგრამ არის ქვეჯგუფი პაციენტთა მნიშვნელოვანი რაოდენობით, სადაც შეიძლება გარკვეულ სირთულეებს წავაწყდეთ. სირთულეს კი ქმნის, ერთის მხრივ, ანალიზის შედეგების კლინიკურ სურათთან შეუსაბამობა და მეორეს მხრივ, შედეგების ერთმანეთთან შეუსაბამობა. თირეოიდული ჰორმონები, რომლებიც ორგანიზმში ინარჩუნებენ შედარებით მუდმივ დონეს, წარმოადგენენ გამშვებ კომპონენტს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-ფარისებრი ჯირკვლის ღერძში. თირეოიდული სტატუსის ცვლილება იწვევს ურთიერთშეთანხმებულ ცვლილებას თირეოიდულ…

Read more

სტატია ექიმებისთვის
DOCTOR'S PAGE

Assessing Thyroid Nodules: A Clinician's Guide

Discovering thyroid nodules can be done during routine physical or instrumental investigations. What should be clinician's first step after detecting thyroid nodule? First of all benign nodules must be differentiated from suspicious nodules. On the first and every following visits three main questions must be answered:

Read more

DOCTOR'S PAGE

COVID-19 IMPACT ON THEROID GLAND

ახალი კვლევის თანახმად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა შორის თირეოტოქსიკოზის სიხშირე არის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, ვიდრე ამავე განყოფილების იმ ავადმყოფთა შორის, რომელთაც არ აქვთ კორონავირუსი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ COVID-19-ს შეუძლია ატიპიური თირეოიდიტის გამოწვევა. ,,ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას მოხდეს კორონავირუსით დაავადებული იმ პაციენტების ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რუტინული კვლევა, რომელთაც ესაჭიროებათ ინტენსიური თერაპია, რადგან მათ შორის ხშირია COVID-19-თან ასოცირებული…

Read more

DOCTOR'S PAGE

ტოტალური თირეოიდექტომია შესაძლოა ამსუბუქებდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის პერსისტენტულ სიმპტომებს

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაში თიროქსინით ადექვატური მკურნალობის მიუხედავად ჰიპოთირეოზის სიმპტომები მაინც სტაბილურად რჩება, ტოტალური თირეოიდექტომია შესაძლოა მკურნალობის ვარიანტი იყოს. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა უახლესი კვლევის შედეგები. აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 2019 წლის მარტში და მასში აღწერილია პაციენტების მდგომარეობის ცვლილება თირეოიდექტომიის შემდეგ, მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით. მიღებული ეფექტის ახსნა ემყარება იმ ჰიპოთეზას, რომ ისეთი სიმპტომები,…

Read more