შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ენდოკრინული დაავადებების ორი ყველაზე დიდი ჯგუფია. უკვე კარგადაა ცნობილი, რომ კლინიკური თვალსაზრისითაც მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმისთვის სკრინინგისა და მართვის პროცესების სწორად დაგეგმვისთვის. ერთის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობას იღებენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმისა და პანკრეასის ფუნქციონირების რეგულაციაში. მეორეს მხრივ კი, შაქრიანი დიაბეტი ზემოქმედებას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე სხვადასხვა მიმართულებით.…
Thyroid gland
RADIOACTIVE IODINE THERAPY USAGE IN MANAGEMENT OF THYROID DISORDERS
რადიოაქტიური იოდით თერაპია ბირთვული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა. მეთოდის არსი არის რადიოაქტიური იოდის (I 131) გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების განადგურების მიზნით. თერაპია უკვე ათწლეულებია აქტიურადაა დანერგილი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების, კერძოდ, ჰიპერთირეოზის და სიმსივნის ზოგიერთი სახეობის მკურნალობაში. მოქმედების მექანიზმი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელთა როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების ნორმალური…
TREATMENT OPTIONS FOR GRAVES' DISEASE
გრეივსის დაავადება, იგივე დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური გააქტიურებით ხასიათდება. დაავადება აუტოიმუნურია. აუტოანტისხეულები გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სტრუქტურული კომპონენტის (თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორების) მიმართ, რაც ჯირკვლის ზენორმული გააქტიურების და მის მიერ ჰორმონების ჭარბი გამომუშავების მიზეზი ხდება. გრეივსის დაავადების წამყვანი გამოვლინებებია: მკურნალობის ვარიანტები დიაგნოზის დადასტურების შემდეგ უნდა შეირჩეს მკურნალობის მეთოდი. ამერიკის თირეოიდული ასოციაციის გაიდლაინის მიხედვით გრეივსის დაავადების სამართავად არჩევანი უნდა…
RECOMMENDATIONS FOR POSTTHYROIDECTOMY CARE
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა (სამედიცინო ენაზე თირეოიდექტომია) საჭირო ხდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ქირურგიული ჩარევის ტიპი პირველადი დიაგნოზის მიხედვით განსხვავებულია და შესაძლოა მოიცავდეს: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურად მიმდინარეობს. სტატიაში მოცემული ზოგადი ხასიათის რჩევები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ პირადი ექიმისგან სხვაგვარი რეკომენდაციები არ გაქვთ მიღებული. ჭრილობა და ნაწიბური ოპერაციის შემდეგ შხაპის მიღება შესაძლებელია ქირურგიული ჩარევიდან 24…
THYROID GLAND AND BODY MASS
პოპულარული მოსაზრების თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სხეულის მასის მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თუმცა, ასეთი ზოგადი ფორმულირება კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ზოგჯერ შეუსაბამო აღმოჩნდეს. ფარისებრი ჯირკვალი და მისი როლი ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ორგანოა. ის მდებარეობს კისრის წინა ქვედა ზედაპირზე და მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო პროცესებში. კერძოდ, მისი ჰორმონების დახმარებით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა, კუნთოვანი ძალა, გულის მუშაობა, სუნთქვა, რეპროდუქცია და სხეულის მასა. სიმსუქნე…
The impact of obesity on thyroid gland
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასა და სიმსუქნეს შორის ბოლო წლების მონაცემებით გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. კერძოდ, როდესაც სიმსუქნის ფონზე ფიქსირდება TSH-ის იზოლირებული მომატება (<10) და მას თან არ ახლავს სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევები, ეს ცვლილება შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სიმსუქნისგან და არა პირიქით. ფაქტია, რომ ჰიპოთირეოზის მკურნალობა მხოლოდ მცირედით ამცირებს წონას -კლება უმეტესად სხეულის მასის 10%-ზე ნაკლებია. ეს…