GENERAL, HEALTHY EATING

MOST COMMON DIET MISTAKES

დიეტების

There is an obesity pandemic in the modern world, which is accompanied with various diets boom.

Here is discussed some common mistakes that are made by people who desire to loose weight. These mistaken actions often lead to fail in achieving goals and some of them even contain health risks.

Searching ''magic bullets''

It requires serious lifestyle modification to lose extra weight and then to maintain it. And for many people it's a very difficult task.

This difficulty often triggers to search an easy ways.

მარტივ გზაში კი , როგორც წესი, იგულისხმება ისეთი საშუალებები, რომელთა გამოყენება სწრაფად მიიყვანს კილოგრამების საოცნებო კლებამდე და ამავე დროს ჩაანაცვლებს კვების შეზღუდვის და ფიზიკური აქტივობის რეჟიმს.

პირველი დიდი შეცდომა ამ დროს არის გაურკვეველი წარმომავლობის ,,გასახდომი” საშუალებებით დაინტერესება.

მათ შეიძლება ჰქონდეს კაფსულების, აბების, ჩაის თუ კოქტეილის ფორმა და ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.

ამერიკის საკვების და წამლის ასოციაციის (FDA) მიერ დადგენილია, რომ ეს პროდუქტები შეიცავს ფარულ ინგრედიენტებს, რომლებიც არ არის გამოტანილი ანოტაციაში და რომელთაგან ნაწილი გამოიყენება კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ, ნაწილი – უკვე აღიარებულია სახიფათოდ ან ჯერ არ არის ადამიანის ორგანიზმზე მისი ეფექტები ცნობილი.

ამიტომ, ასეთი ნაერთების უკონტროლო მიღება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს სიცოცხლისთვისაც კი.

რაც შეეხება პრეპარატებს, რომელთა გამოყენება წონაში კლებისთვის დაშვებულია ექიმის დანიშნულებით და ასეთი სულ რამდენიმეა, ჯადოსნურს ვერც მათ ვუწოდებთ, რადგან ისინი წარმოადგენენ მხოლოდ დამხმარე საშუალებას კვების და ფიზიკური აქტივობის ეფექტურობის გაზრდისთვის და არა მათ ჩამნაცვლებელს.

ზოგჯერ მარტივი გამოსავალი ჩანს სხვადასხვა დაავადებების, როგორც სიმსუქნის მიზეზის, ძიება და აღმოჩენა.

მართალია, სიმსუქნის გამომწვევი დარღვევების დიაგნოსტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პაციენტს არ უნდა შეექმნას არასწორი მოლოდინი, რომ დაგროვილი კილოგრამების მოსაშორებლად მხოლოდ ამ დაავადების მკურნალობა იქნება საკმარისი.

რადგან, სიმსუქნე იშვიათად არის მხოლოდ ერთი მიზეზით გამოწვეული. მისი გენეზი, როგორც წესი, მულტიფაქტორულია. ამიტომ კომპლექსური მიდგომა და ცხოვრების წესის მოდიფიკაცია აქაც საჭიროა.

ზოგისთვის მარტივი გამოსავალი ბარიატრიული ქირურგიაა. ეს მეთოდი მართლაც არაჩვეულებრივია კილოგრამების სწრაფი კლებისთვის, თუმცა ის გზა, რასაც ბარიატრიული ქირურგიის პაციენტები გადიან, ნამდვილად არ არის მარტივი. სათანადო კვებითი რეჟიმის მკაცრად დაცვა ამ შემთხვევაშიც აუცილებელი და გადამწყვეტია.

ამასთან, ბარიატრიულ ქირურგიას გააჩნია განსაზღვრული ჩვენებები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე მოხვედრამდე.

ხანმოკლე დიეტებით გატაცება

ხანმოკლე დიეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღიანი ან კვირიანი რეჟიმით პრობლემა ვერ გადაწყდება, რადგან სიმსუქნე მიჩნეულია ქრონიკული მდგომარეობად და შესაბამისად, სხვა ქრონიკული დაავადებების მსგავსად მუდმივ მართვას საჭიროებს.

როგორც წესი, ხანმოკლე ტიპის დიეტები გულისხმობს კალორიების მნიშვნელოვნად შეზღუდვას.

კალორიების დეფიციტი ორგანიზმს აიძულებს გამოაცხადოს მობილიზაცია შიმშილისგან თავის დასაცავად, რის შედეგადაც ნელდება მეტაბოლიზმი და იზოგება ენერგიის მოხმარება.

შესაბამისად, ასეთი დიეტის დასრულების შემდეგ რჩება ორგანიზმი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გამოიზოგოს კალორიები და ნელი ტემპით მოიხმაროს საკვები. ეს კი ხელს უწყობს დაკლებული კილოგრამების სწრაფ აღდგენას.

ამას გარდა, ძლიერმა კალორიულმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი მასის შემცირება, რაც ასევე მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს.

სასწორის გადამეტებული სიხშირით გამოყენება

თუ მცდელობის მიუხედავად სასწორი მაინც ერთი და იგივე ციფრებს უჩვენებს, ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ორგანიზმში არ მცირდება ცხიმი.

წონა არ ასახავს მხოლოდ ცხიმის რაოდენობას.

მასში შედის ასევე წყალი, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაყოვნდეს და საკვები, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არის დარჩენილი.

თუ დიეტის პარალელურად ინტენსიური ვარჯიში მიმდინარეობს, კუნთოვანი მასის ზრდაც შეიძლება იყოს ,,გაყინული” წონის მიზეზი, რადგან კუნთოვანი ქსოვილი ცხიმზე გაცილებით მძიმეა.

ამიტომ ყოველდღიურად სასწორზე დადგომა შეიძლება არ ასახავდეს წონაში კლების სწორ დინამიკას.

აწონვა უმჯობესია კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად, რათა სასწორზე დაფიქსირებული ციფრები არ გახდეს დემოტივაციის გამომწვევი.

უკეთესია წონის კლების მონიტორინგი მოხდეს წელის გარშემოწერილობის გაზომვით.

წელის გარშემოწერილობის შემცირება ნამდვილად მიუთითებს ცხიმის კლებაზე სასწორის ჩვენების მიუხედავად.

გაზომვის გარეშეც სხვაობა ადვილად შესამჩნევია ხოლმე, რადგან ტანსაცმელი წელზე ისე მჭირდოდ აღარ დგას.

დიეტა ვარჯიშის გარეშე

რაც უფრო კარგადაა განვითარებული კუნთოვანი მასა, მით უფრო ადვილად ხდება წონაში კლება, რადგან კუნთები აქტიურად მოიხმარენ კალორიებს.

ვარჯიშის გარეშე დიეტამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთოვანი მასის კარგვა, რაც მეტაბოლიზმის შენელების მიზეზი ხდება.

ამრიგად, ვარჯიში ეხმარება დაიწვას მეტი ცხიმი, აჩქარდეს მეტაბოლიზმი, შენარჩუნდეს კუნთოვანი მასა.

ამ მიზნით კარგია აერობიკული ვარჯიშების პარალელურად წონის აწევა და რეზისტენტული ვარჯიშები. ასევე გაწელვები, იოგა და პილატესი.

კუნთოვანი მასის გაზრდას ემსახურება ცილების საკმარისად ჩართვაც კვების რაციონში, რაც მადის რეგულირებასაც უწყობს ხელს.

არარეალური მოლოდინების შექმნა

მიზნის დასახვა დიეტის დასაწყისში მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლებისთვის.

თუმცა ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან თუ მიზნები არარეალურია და მათი მიღწევა შეუძლებელი, ეს საბოლოოდ იმედგაცრუების და მოტივაციის გაქრობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

უმჯობესია საწყის ეტაპზე წონის მცირედი კლება იყოს დასახული. მაგალითად, სხეულის მასის შემცირება 5%-დან 10%-მდე ნელ-ნელა, კვირაში 0,5-1კგ სიჩქარით.

ასეთი გეგმა უზრუნველყოფს წონაში კლებას ჯანსაღი ტემპით, ზრდის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და რეჟიმის გაგრძელების მოტივაციას.

ცხიმის სრულად ამოღება კვების რაციონიდან

ქოლესტერინი წარმოადგენს მთავარ სამშენებლო მასალას უჯრედების მემბრანისთვის, სასქესო და სხვა ჰორმონების სინთეზისთვის.

ცხიმი ასევე საჭიროა ვიტამინების ნაწილის ასათვისებლად და სხვა ფიზიოლოგიური პროცესებისთვის.

ამიტომ მისი გარკვეული რაოდენობით მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის.

უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმის გამოყენება (თევზის გარდა) და მცირე რაოდენობით იქნას მოხმარებული ნაკლებად რაფინირებული მცენარეული ცხიმები.

პროდუქტების არჩევა აღნიშვნით ,,უშაქრო” ,,უცხიმო” ,,დიეტური” და ა.შ.

მართალია ასეთი აღნიშვნები უფრო ჯანსაღად ჟღერს და თითქოს შეესაბამება ჯანსაღი და ,,დიეტური” კვების რაციონს. მაგრამ სინამდვილეში ამ პროდუქტებს შეიძლება სრულიად საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს.

რადგან ნაწარმს, რომელსაც, მაგალითად, გამოცლილი აქვს ცხიმი, როგორც წესი, გემოს შესანარჩუნებლად დამატებული აქვს ზედმეტი რაოდენობით შაქარი, მარილი, სხვადასხვა გემოს გამაძლიერებელი ქიმიური დანამატი.

,,უშაქრო” პროდუქტებში კი შაქარი ჩანაცვლებულია ხელოვნური დამატკბობლებით, რომელთა რეგულარული გამოყენება, საბოლოოდ წონის მატებასთან არის ასოცირებული.

სილამაზის გაიგივება წონასთან

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რაოდენობის კილოგრამებით თქვენი სხეული უნიკალური და იდეალურია. სილამაზეს წონასთან არ აქვს კავშირი.

დაგეგმეთ წონაში კლება იმისთვის, რომ იყოთ უფრო ჯანმრთელები და დაიკლოთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ბედნიერებისთვის.


დღის დაწყება საუზმით, ჯანსაღი საკვების არჩევა, ძილის მოწესრიგება, ფიზიკური აქტივობის ადეკვატური რეჟიმის შედგენა, ორგანიზმის სათანადო ჰიდრატაცია, სტრესული ფაქტორების შემცირება გარემოცვაში – ეს ყველაფერი წარმატებული დიეტის მთავარი კომპონენტებია.

Author: Elga Giorgadze (MD of Endocrinology)