პროფესიონალებისთვის

ტოტალური თირეოიდექტომია შესაძლოა ამსუბუქებდეს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის პერსისტენტულ სიმპტომებს

ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე იმ პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაში თიროქსინით ადექვატური მკურნალობის მიუხედავად ჰიპოთირეოზის სიმპტომები მაინც სტაბილურად რჩება, ტოტალური თირეოიდექტომია შესაძლოა მკურნალობის ვარიანტი იყოს. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა უახლესი კვლევის შედეგები. აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 2019 წლის მარტში და მასში აღწერილია პაციენტების მდგომარეობის ცვლილება თირეოიდექტომიის შემდეგ, მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით. მიღებული ეფექტის ახსნა ემყარება იმ ჰიპოთეზას, რომ ისეთი სიმპტომები,…

გაგრძელება

პროფესიონალებისთვის

EASD-ADA 2018 წლის კონსენსუსის ანგარიში: ჰიპერგლიკემიის მართვა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში

ჰიპერგლიკემიის მართვა შაქრიანი დიაბეტი ტიპი2-ის მქონე პაციენტებში- გაიდლაინის ბოლო ვერსია იქნა მიღებული ამერიკის დიაბეტის ასოციაციისა და ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის მიერ 2018 წლის ოქტომბერში. ძირითადი სიახლეები, რაც აისახა ამ გაიდლაინში არის: პაციენტს მიეცეს ცენტრალური როლი მკურნალობის სტრატეგიის შერჩევის პროცესში: 2015 წლის EASD-ADA კონსენსუსის ანგარიშისგან განსხვავებით, ეს ბოლო იძლევა რეკომენდაციას, რომ მეტფორმინის შემდეგ მეორე რიგის პრეპარატი შეირჩეს პაციენტის კარდიოლოგიური სტატუსის გათვალისწინებით…

გაგრძელება

პროფესიონალებისთვის

ვიტამინ D დეფიციტის კავშირი მეტაბოლურ სინდრომთან პოსტმენოპაუზურ ქალებში

უახლესი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში უფრო მაღალია მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი, ვიდრე ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობით არსებობის პირობებში. 25-ჰიდროქსივიტამინ-D [25(OH)D]-ს დონე 20 ნგ/მლ-ზე ნაკლები ასევე ასოცირებული აღმოჩნდა ტრიგლიცერიდების მომატებისა და HDL ქოლესტერინის შემცირების მაღალ ალბათობასთან. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მიღებული შედეგები უჩვენებს, რომ პოსტმენოპაუზურ ქალებში D ვიტამინის დეფიციტის შევსებით შესაძლებელია მეტაბოლური სინდრომის განვითარების და მასთან ასოცირებული…

გაგრძელება