რა როლი აქვს იმუნურ სისტემას იმუნური სისტემის დანიშნულებაა ორგანიზმი დაიცვას ყველა მისთვის უცხო მიკროსხეულისგან. ეს შეიძლება იყოს: ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი, სოკო, ასევე საკუთარი დაზიანებული ან მკვდარი უჯრედი. იმუნური სისტემის კომპონენტები უზრუნველყოფენ ასეთი ნაწილაკების აღმოჩენას და მათ განადგურებას. იმუნურ სისტემაში გაერთიანებულია ორგანოები: ძვლის ტვინი, თიმუსი, ელენთა, ლიმფური კვანძები. თითოეული მათგანი ამა თუ იმ გზით ჩართულია სისხლის თეთრი უჯრედების ანუ ლეიკოციტების მომზადების…
შაქრიანი დიაბეტი
დიაბეტის მართვა თანდართული ინფექციური დაავადებების დროს
დიაბეტის მქონე პირებსაც სხვების მსგავსად პერიოდულად უწევთ გამკლავება ისეთ ჩვეულ და ხშირ დაავადებებთან, როგორიცაა, მაგალითად, გაციება (მწვავე რესპირატორული ინფექცია), გრიპი, ნაწლავური ინფექცია თუ სხვა. ნებისმიერი ასეთი ავადმყოფობის შაქრიან დიაბეტზე თანდართვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლში შაქრის რეგულირების პროცესზე, რადგან ახალი დაავადების საპასუხოდ ორგანიზმში გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის დონის მატებას. ამასთანავე, თუ ავადობას თან დაერთო საკვების მიღების შემცირება, გულისრევა…
ახალი კორონავირუსი COVID-19 და დიაბეტი
COVID-19 არის ახალი დაავადება, რომლის შესახებ ცნობების დაგროვება ყოველდღიურ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეისთვის არსებული მონაცემები ვირუსის მახასიათებლების შესახებ ემყარება მსოფლიოში უკვე დაფიქსირებული შემთხვევების მუდმივ კვლევას და ანალიზს. შაქრიან დიაბეტთან მიმართებაშიც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი მეცნიერებისთვის. რა უნდა იცოდეს დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტმა ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესახებ (ამერიკის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით): შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები არ არიან ვირუსით…
ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
კ: რას ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების (TPO-Ab და TG-Ab) მომატება მაშინ, როდესაც სხვა ანალიზები ნორმაშია? პ: ანტისხეულები თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ (TPO-Ab და TG-Ab) მიანიშნებს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და/ან ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის სახელწოდებებით. ეს ანტისხეულები აზიანებენ ჯირკვლის უჯრედებს და დროთა განმავლობაში იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას, რაც კლინიკურად გამოვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობით ანუ ჰიპოთირეოზით. შეუძლებელია…
ფაქტები დიაბეტი ტიპი 1-ის შესახებ
დიაბეტის განვითარების მიზეზებში გარკვევა არ არის მარტივი, რადგან დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზოგი ადამიანი უბრალოდ იბადება ამ დაავადების განვითარებისადმი უფრო მეტი მიდრეკილებით. დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში ტიპი 2-თან შედარებით გენეტიკის როლი ნაკლებია. შეიძლება თუ არა დიაბეტი ტიპი 1 ჩაითვალოს მემკვიდრეობით დაავადებად, ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან შემთხვევათა 90%-ში დაავადებულის ნათესავებში არ აღინიშნება ეს პათოლოგია. საქმე იმაშია, რომ გენეტიკა განსაზღვრავს…
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არის დაავადება, სადაც იკვეთება გამომწვევ მიზეზთა ორი კატეგორია: ერთი, რომლის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია და მეორე, რომლის კონტროლის მექნიზმები ჩვენს ხელშია. ამ მექანიზმების ამოქმედებით კი დაავადების თავიდან აცილება ან მისი განვითარების დასაწყისის მნიშვნელოვნად გადავადება სრულიად შესაძლებელია. რა უნდა გაკეთდეს მთავარი, ეს არის გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცხოვრების წესი გახდეს უფრო ჯანსაღი, ანუ მოხდეს: ამ…