ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის (თირეოიდული) ანტისხეულები: Anti-TPO, Anti-TG, TSHr-Ab

ანტისხეულების გამოკვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევის აუტოიმუნური ხასიათის დადგენა, რაც განსაზღვრავს მკურნალობის მიმდინარეობის თავისებურებებს. ამიტომ ანალიზის ჩატარების ჩვენებაა გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ან ჰორმონალური გამოკვლევების საფუძველზე ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა. აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა, რომლის დანიშნულებაც ორგანიზმში მოხვედრილ უცხო სხეულებთან ბრძოლაა, შეცდომით თავს ესხმის საკუთარ უჯრედებს და იწვევს ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებას, ორგანოს ქსოვილის დაზიანებას და/ან ფუნქციის მოშლას. ამრიგად,…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები (TSH, fT4, fT3)

გამოკვლევის მიზნებია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა და მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. საჭირო სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან. TSH (თირეოტროპული ჰორმონი) არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, მაგრამ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესში. ეს ჰორმონი გამომუშავდება თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალ ჰიპოფიზში და უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების: თიროქსინისა (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) ადეკვატური და სტაბილური რაოდენობით…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ანალიზები

ძირითადი ანალიზების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება შეიძლება გახდეს საჭირო ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის პროცესში: ჰორმონალური :    🔸თირეოტროპული ჰორმონი (TSH)    🔸თავისუფალი თიროქსინი (fT4)    🔸თავისუფალი ტრიიოდთირონინი (fT3) იმუნოლოგიური:    🔸თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-TPO)    🔸თირეოგლობულინის საწინააღმდეგო ანტისხეულები (Anti-TG)    🔸თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები (TSHr-Ab) ინსტრუმენტული:    🔸ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია დამატებითი:    🔸ფარისებრი ჯირკვლის რადიონუკლიდური სკანირება    🔸პუნქციური ბიოფსია    🔸კალციტონინი…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ჩიყვის სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

ჩიყვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ზომა. ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია, თუმცა უმეტესწილად გადიდება მცირე ხარისხისაა და რაიმე სიმპტომს არ იწვევს. მხოლოდ უკიდურესად დიდი ზომის ჩიყვის შემთხვევაში აღინიშნება კისრის ორგანოებზე ზეწოლის ნიშნები: ხველა, ხმის შეცვლა, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება. ჩიყვის აღმოჩენის შემდეგ უნდა დადგინდეს მისი გამომწვევი დაავადება, რისთვისაც საჭიროა პირველ რიგში ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ჰორმონალური გამოკვლევების დახმარებით. ჩიყვის გამომწვევი…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

რა არის ჩიყვი

დღემდე საზოგადოებაში არასწორად აღიქმება ტერმინი “ჩიყვის” მნიშვნელობა და ხდება შეცდომით მისი გაიგივება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი სახის დაავადებასთან. სინამდვილეში „ჩიყვი“ დამოუკიდებლად არ გულისხმობს დაავადებას, ის არის სიმპტომი და გამოხატავს ჯირკვლის პათოლოგიურ გადიდებას. შესაბამისად, მიუთითებს ისეთი დაავადების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ამ დარღვევის გამომწვევი იყოს. გამოიყოფა ჩიყვის ორი ძირითადი ტიპი: დიფუზური ჩიყვი – როდესაც მთელი ჯირკვლის ქსოვილი თანაბრად დიდდება; კვანძოვანი ჩიყვი – როდესაც…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც ნორმაში მდებარეობს კისრის წინა ზედაპირის ქვედა ნაწილში. ჯირკვალი ვიზუალური ფორმით ძალიან წააგავს პეპელას და ხშირად სამედიცინო ლიტერატურაში ხასიათდება, როგორც პეპელას მსგავსი ორგანო. ფარისებრი ჯირკვლის დანიშნულებაა ჰორმონების წარმოქმნა, რომლებიც ჯირკვლიდან გადადის სისხლში და ამ გზით მიეწოდება ორგანიზმის ყველა ქსოვილს. თიროიდული ჰორმონები ეხმარება ორგანიზმს ენერგიის გამოყენებაში; ტემპერატურის რეგულაციაში; ნერვული სისტემის, გულის, კუნთების და სხვა ორგანოების ნორმალურ…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა

ინსულინ რეზისტენტობა და სიმსუქნე

ინსულინ რეზისტენტობას და სიმსუქნეს შორის იმდენად მჭიდროა კავშირი, რომ რთულია გამოყოფა, რომელი ფაქტორია პირველადი გამომწვევი. ცნობილია, რომ ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა იწვევს ინსულინ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას/გაღრმავებას, თავად ინსულინ რეზისტენტობის გამო განვითარებული პათოლოგიური პროცესები კი ინსულინის რაოდენობის მატების თაოსნობით, სიმსუქნის ხელისშემწყობ ფაქტორად გვევლინება. როგორც დადგინდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბი ცხიმის განაწილების ადგილს და სიმსუქნის შეფასების საყოველთაოდ მიღებული ერთეული _ სხეულის მასის ინდექსი არ…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა

რა არის ინსულინრეზისტენტობა

ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის ზოგადი და ძირითადი პროცესები: რა არის ინსულინ რეზისტენტობა: ჰორმონი ინსულინი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასში, უზრუნველყოფს უჯრედების მიერ გლუკოზას, როგორც ენერგიის წყაროს, ათვისებას;  ინსულინის მიმართ უჯრედების რეზისტენტობა გულისხმობს მათ მიერ ინსულინის არაეფექტურ გამოყენებას; ამ დარღვევის შედეგად, იმ მიზნით, რომ უჯრედებს არ მოაკლდეს ენერგიის წყარო და სისხლში არ მოიმატოს აუთვისებელი გლუკოზას რაოდენობამ, პანკრეასს უწევს გააძლიეროს ინსულინის გამოყოფა, რათა მისი მოქმედება…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ; იოდის დეფიციტი საქართველოში

  რა უნდა ვიცოდეთ იოდის შესახებ: იოდი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის სწორად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. იოდის ძირითადი წყარო ადამიანის ორგანიზმისთვის საკვებია. საქართველო იოდდეფიციტური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში შემცირებულია ამ მიკროელემენტის რაოდენობა, რის გამოც ის ვერ ხვდება წყალსა და საკვებში, როგორიცაა მაგალითად რძე, რძის პროდუქტები, მარცვლეული, კვერცხი და შესაბამისად ვერ ხდება მოსახლეობის იოდის მიმართ დღიური მოთხოვნილების ბუნებრივი გზით შევსება.…

გაგრძელება

ზოგადი

ენდოკრინოლოგთან ვიზიტის ჩვენებები

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს შესაძლო ენდოკრინულ დარღვევაზე: 🔹გარეგნობის ცვლილება: სხეულის მასის შესამჩნევი მატება ან კლება შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში; 🔹ხასიათის ცვლილება: მომატებული აღგზნებადობა, ემოციური არამდგრადობა; 🔹მენსტრუალური ციკლის დარღვევები; 🔹უშვილობა; 🔹სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; 🔹გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან; 🔹ოფლის გამოყოფის დარღვევა: გაძლიერებული ოფლიანობა ან კანის სიმშრალე; 🔹თმის საფარის ცვლილება: ჭარბთმიანობა ან თმის გაძლიერებული ცვენა; 🔹გულის რითმის დარღვევა: ტაქიკარდია ან ბრადიკარდია; 🔹არტერიული წნევის ცვლილება: მაღალი…

გაგრძელება