ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ უზრუნველყოფს მისი ჰორმონების: თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის_ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. სტატისტიკურად, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, ჰიპოთირეოზი აღენიშნება ქვეყნის მოსახლეობის 4% მდე ნაწილს, მათგან 60%-მა კი დიაგნოზის შესახებ ჯერ არ იცის. ჰიპოთირეოზი 2-8-ჯერ უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. საერთო ჯამში ქალების დაახლოებით 10%ს აქვს თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი გამოხატული სხვადასხვა ხარისხით. ასაკის მატებასთან ერთად იმატებს…

გაგრძელება

ზოგადი, ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სხეულის მასის შეფასება

მედიცინაში ადამიანის სხეულის მასის შეფასების ძირითადი მიზანია ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან ასოცირებული ქრონიკული დაავადებების რისკის დადგენა. ამისთვის ერთ-ერთი მიღებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. ის განსაზღვრავს, თუ როგორია სხეულის მასა სიმაღლესთან მიმართებაში. მის გამოსათვლელად საჭიროა მასა (კილოგრამებში) გაიყოს კვადრატში აყვანილ სიმაღლეზე (მეტრებში), ანუ სმი = მასა (კგ)/სიმაღლე ²(მ²) მიღებული მაჩვენებლის ინტერპრეტაცია ხდება შემდეგნაირად: <18,5 _ მასის დეფიციტი; 18,5-24,9 _ ნორმალური…

გაგრძელება

სწორი კვება

რა არის კალორია

ერთი კილოკალორია არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 1 კგ წყლის გასაცხელებლად 1 გრადუსი ცელსიუსით; ეს საზომი ნუტრიციოლოგიაში (მედიცინის დარგი კვების შესახებ) გამოიყენება იმ ენერგიის რაოდენობის გამოსათვლელად, რომელიც საკვებიდან მიეწოდება ორგანიზმს. ამრიგად: 1გრ ნახშირწყალი და 1 გრ ცილა უზრუნველყოფს 4 კკალ ენერგიის გამონთავისუფლებას; 1 გრ ცხიმი შეიცავს 9 კკალ ენერგიას; 1 გრ ალკოჰოლი შეიცავს 7 კკალ ენერგიას. ფორმალურად 1 კილოკალორია…

გაგრძელება

სწორი კვება

რისგან შედგება ჩვენი საკვები

ეს არის ნივთიერებების, ე.წ. ნუტრიენტების ექვსი ჯგუფი: ნახშირწყლები _ წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიური ფუნქციონირებისა და ფიზიკური აქტივობისთვის; ის შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: ბრინჯი, ხორბალი და სხვა მარცვლოვანები, ასევე პარკოსნები, თხილი, რძე და მისი პროდუქტები, ბოჭკო, ხილი, ბოსტნეული. ლიპიდები _ დამარაგებული ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება დასვენების, ძილის და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს, ის…

გაგრძელება

სწორი კვება

ჯანმრთელი კვების ზოგადი პრინციპები

ჯანმრთელი კვება წარმოადგენს ენერგიისა და საკვები ნივთიერებების სათანადო კომბინაციას. საკვები უნდა იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებას განსაზღვრული რაოდენობით თუ ყოველდღიურად არა, თუნდაც კვირის განმავლობაში მაინც. გამხდარი ფიგურის შესანარჩუნებლად ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პოპულარულ დიეტებს, რომლებშიც სრულიად დარღვეულია საკვები ნივთიერებების ბალანსი და რომლებიც გულისხმობს,მაგალითად, ცხიმის სრულ გამორიცხვას რაციონიდან, რამდენიმე კვების ამოგდებას რეჟიმიდან, ერთი სახეობის საკვების მიღებას ყოველდღიურად და ა.…

გაგრძელება

ზოგადი

ჯანმრთელი ცხოვრების წესი

თანამედროვე მიდგომით ჯანმრთელობა გულისხმობს არა მხოლოდ დაავადების არარსებობას, არამედ, ის განისაზღვრება, როგორც ფიზიკური, ემოციური და სულიერი სიჯანსაღე. ჯანმრთელობა არ არის სტატიკური ცნება, ის აქტიური პროცესია და მოითხოვს ყოველდღიურ ზრუნვას მის მისაღწევად. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელად ყოფნას არის: შემოსავლები და სოციალური სტატუსი განათლებისა და წიგნიერების დონე შრომითი დასაქმების პირობები სოციალური გარემო ბუნებრივი გარემო პერსონალური ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღის თავისებურებები…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგია

ასპირაციული ბიოფსიის პროცედურის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილიდან მცირე ზომის ნიმუშის აღება, რათა მოხდეს მისი დათვალიერება/გამოკვლევა მიკროსკოპით  სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების მიზნით. გამოსაკვლევი მასალის მიღების რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათგან ყველაზე ხშირად კეთდება წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლით. ბიოფსიის წარმოების მიზანია ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძის ან კვანძების წარმომავლობის დადგენა. კვანძების პირველადი აღმოჩენა ხდება ხელით გასინჯვის, ულტრასონოგრაფიის ან რადიონუკლიდური სკანირების დროს. ბიოფსიისთვის კვანძის…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის  ულტრასონოგრაფია

მეთოდი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის და მისი მიმდებარე სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის, რათა დაფიქსირდეს ორგანოს ზომის, კონტურის, ქსოვილისა და სისხლძარღვების ცვლილებები და მოხდეს პათოლოგიური კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენა. გამოკვლევის გამოყენების ყველაზე ხშირი მიზნებია: 🔸დადგინდეს კისრის მიდამოში ხელით გასინჯვისას აღმოჩენილი კვანძოვანი წარმონაქმნი ფარისებრ ჯირკვალშია თუ ირგვლივ მდებარე ქსოვილში; 🔸კვანძის შეფასება: აქვს თუ არა ისეთი მახასიათებლები, რომელიც მიუთითებს მის კეთილთვისებიან ბუნებას ან პირიქით, ბიოფსიის საჭიროებას; 🔸კვანძოვანი…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის (თირეოიდული) ანტისხეულები: Anti-TPO, Anti-TG, TSHr-Ab

ანტისხეულების გამოკვლევის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დარღვევის აუტოიმუნური ხასიათის დადგენა, რაც განსაზღვრავს მკურნალობის მიმდინარეობის თავისებურებებს. ამიტომ ანალიზის ჩატარების ჩვენებაა გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის ან ჰორმონალური გამოკვლევების საფუძველზე ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენა. აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა, რომლის დანიშნულებაც ორგანიზმში მოხვედრილ უცხო სხეულებთან ბრძოლაა, შეცდომით თავს ესხმის საკუთარ უჯრედებს და იწვევს ქრონიკული ანთებითი პროცესის განვითარებას, ორგანოს ქსოვილის დაზიანებას და/ან ფუნქციის მოშლას. ამრიგად,…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტები (TSH, fT4, fT3)

გამოკვლევის მიზნებია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა და მიმდინარე მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. საჭირო სისხლის ნიმუშის აღება ხდება ვენიდან. TSH (თირეოტროპული ჰორმონი) არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, მაგრამ ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯირკვლის ფუნქციონირების პროცესში. ეს ჰორმონი გამომუშავდება თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალ ჰიპოფიზში და უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების: თიროქსინისა (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) ადეკვატური და სტაბილური რაოდენობით…

გაგრძელება