ზოგადი

კალციუმი

კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამ ძირითადი მოვალეობებისა, სხვადასხვა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ კალციუმს შესაძლოა ჰქონდეს დამცავი უნარი სიმსივნური დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის და დიაბეტის წინააღმდეგ. თუმცა ეს ინფორმაცია დამატებით დადასტურებას საჭიროებს.…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

გრეივსის დაავადება

გრეივსის დაავადება არის ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ხასიათის პათოლოგია, რომლის დროსაც გაურკვეველი მიზეზის გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმოქმნის აუტოანტისხეულებს, მათი მოქმედების შედეგად კი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტი რაოდენობით ჰორმონებს, ვიდრე საჭიროა და ამგვარად ვითარდება ჰიპერთირეოზი. სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ორგანიზმის ყველა უჯრედზე, ამიტომ მისი ფუნქციის დარღვევა ასოცირებულია მრავალფეროვან გამოვლინებებთან. ესენია: – წონაში კლება აუხსნელი მიზეზით ნორმალური ან გაძლიერებული მადის…

გაგრძელება

ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიურად მომატებული აქტივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯირკვალი გამოიმუშავებს საჭიროზე ბევრად მეტი რაოდენობის ჰორმონებს: თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რაც იწვევს თირეოტოქსიკოზის სახელით ცნობილ გამოვლინებათა ერთობლიობას. ჰიპერთირეოზის ნიშნები არასპეციფიკურია და ხშირად ემთხვევა სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს, რაც რიგ შემთხვევებში ართულებს დიაგნოსტირების პროცესს. ეს გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს: – წონაში კლება აუხსნელი მიზეზით ნორმალური ან გაძლიერებული მადის ფონზე; – საერთო…

გაგრძელება

ორსულობა, ფარისებრი ჯირკვალი

ჰიპოთირეოზი და ორსულობა

რა არის ჰიპოთირეოზი: ჰიპოთირეოზი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობით ჰორმონებს: თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედის მუშაობაზე, აქედან გამომდინარეობს სიმპტომების მრავალფეროვნება, რომლებიც სხვადასხვა ინდივიდში სხვადასხვა ხარისხით და თანხვედრით გამოვლინდება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე. ესენია: დაღლილობის შეგრძნება, სიცივის მიმართ აუტანლობის მომატება, ყაბზობა, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, წონაში…

გაგრძელება

სწორი კვება, შაქრიანი დიაბეტი

კვება შაქრიანი დიაბეტის დროს; დიაბეტი და ალკოჰოლი

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დადგენის მომენტიდან პაციენტს უწევს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება ცხოვრების წესში. ესაა: რეგულარული კონტაქტი ექიმთან, პერიოდული გამოკვლევები, შაქრის დონის ყოველდღიური თვითკონტროლი გლუკომეტრით, მედიკამენტების მიღება საჭიროების შემთხვევაში, თამბაქოზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და კვებითი ჩვევების შეცვლა – დიეტა. რას წარმოადგენს დიაბეტური დიეტა _ ეს არის ჯანსაღი კვების რეჟიმი, ანუ საკვების მიღება რეგულარულად დღის ფიქსირებულ მონაკვეთებში და ზომიერი რაოდენობით (დღეში…

გაგრძელება

სწორი კვება

ბავშვთა სწორი კვების რეკომენდაციები

სწორი კვების პრინციპები ბავშვთა ასაკისთვის არ განსხვავდება მოზრდილთა კვების რეკომენდაციებისგან. ჯანმრთელი კვების რეჟიმი უზრუნველყოფს ბავშვებში: >> ენერგიის შენარჩუნებას: >> გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას; >> დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას; >> სულიერ სიჯანსაღეს; >> ნორმალური წონის შენარჩუნებას, რითიც უზრუნველყოფილია ისეთი ქრონიკული დაავადებებისაგან დაცვა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიოლოგიური პრობლემები, ჰიპერტენზია და სხვ. იხ. სიმსუქნე ბავშვებში მნიშვნელოვანი მითითებები: დიდი რაოდენობით ბოსტნეული რაციონში ბოსტნეულს განსაკუთრებული ადგილი…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, სწორი კვება

სიმსუქნე ბავშვებში

სიმსუქნე ბავშვთა ასაკში თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე ბავშვების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილების პარალელურად არააქტიური ცხოვრების რეჟიმი და არასწორი კვებაა. მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევებში არის ამ ასაკში სიმსუქნის მიზეზი რაიმე სერიოზული დარღვევა ორგანიზმში. ტელევიზორის, კომპიუტერის, ვიდეოთამაშების როლის ზრდა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ უფრო და უფრო იზრდება დრო, რომელსაც დღის განმავლობაში…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები

გლუკოზას დონე სისხლში არასდროს არის მუდმივი. მას ახასიათებს ცვალებადობა დღის განმავლობაში როგორც ჯანმრთელი, ასევე დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში. წამყვანი ფაქტორი, რაც კონკრეტულ მომენტში სისხლში შაქრის რაოდენობას განსაზღვრავს, არის ბოლოს მიღებული საკვები: მისი შემადგენლობა, რაოდენობა, მიღებიდან გასული დრო. მნიშვნელოვანია ასევე ფიზიკური აქტივობის, სხვადასხვა დაავადების, სტრესის გავლენაც. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ფაქტორის ზემოქმედების მიუხედავად შაქრის დონე არასდროს სცდება ნორმის ზღვარს, ანუ შენარჩუნებულია…

გაგრძელება

სწორი კვება

როგორ გავაჯანსაღოთ ჩვენი ყოველდღიური საკვები

ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი კვირიდან კვირამდე უმეტესად ერთიდაიგივე პროდუქტებისგან შედგება. ესენია, მაგალითად, პური, ხორცი, რძის პროდუქტები, სხვადასხვა ბოსტნეული, ბრინჯი, მაკარონი და სხვა. ამავე დროს, მნიშვნელოვნად განსხვავდება სარგებელი, რასაც ამ პროდუქტებიდან ვიღებთ, იმისდა მიხედვით, თუ რა სახეობას ვირჩევთ და როგორ ვამზადებთ მას. გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ ჩვენი საკვები ისე, რომ მაქსიმალური ნუტრიენტული ღირებულება ჰქონდეს და დაგვეხმაროს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ამასთანავე…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში. შაქრიანი დიაბეტის სხვა ტიპების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დაავადება არღვევს ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზას ათვისება/მოხმარების მექანიზმებს. გესტაციური დიაბეტის მიერ გამოწვეული ჰიპერგლიკემია (შაქრის მომატებული დონე სისხლში) უარყოფითად მოქმედებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი გართულება ორსულობის დროს საფრთხილოა, მაგრამ შედარებით სიმარტივე ამ შემთხვევაში ისაა,…

გაგრძელება