შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორები და სკრინინგი

შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით. მისი ყველაზე ხშირი ფორმა _ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 , ადრეულ სტადიაზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დიაგნოზის დასმა ზოგჯერ რამდენიმე წელიც ჭიანურდება. მაშინ, როდესაც ამ პერიოდის განმავლობაში არსებული და მიმდინარე ქრონიკული ჰიპერგლიკემია ასოცირებულია მრავალი ორგანოს, განსაკუთრებით: თვალების, თირკმლების, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების, მძიმე დაზიანებასთან და ფუნქციის მოშლასთან. დიაბეტის ადრეული…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

პრედიაბეტი

პრედიაბეტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ. ეს არის მდგომარეობა, როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ გასცდენია იმ ნიშნულს, რაც შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. ნორმის პირობებში ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონ ინსულინს, რომელიც ეხმარება უჯრედებს გლუკოზას ათვისებაში და სისხლში მისი რაოდენობის კონტროლს ახორციელებს. პრედიაბეტის არსებობა ნიშნავს, რომ ეს…

გაგრძელება

შაქრიანი დიაბეტი

გლუკოზას დონე სისხლში: ნორმა და პათოლოგია

ჩვენს მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს იმ უჯრედებისთვის, რომლებიც შეადგენენ კუნთებს და სხვა ქსოვილებს. ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ჰორმონ ინსულინის დახმარებით. გლუკოზას დონე სისხლში ანუ გლიკემია იზომება ორი საერთაშორისო ერთეულით, ესენია: მმოლ/ლ და მგ/დლ. მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება ფორმულა: 🔸მმოლ/ლ =…

გაგრძელება

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 წარსულში ცნობილი, როგორც იუვენილური ან ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროს პანკრეასი აუტოიმუნური დაზიანების გამო ვერ წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზას (შაქრის) შესვლას უჯრედებში და მის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ცნობილია ის, რომ იმუნური სისტემა, რომლის ფუნქციაც არის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეულების: მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ზოგადი მონაცემები შაქრიანი დიაბეტის შესახებ

ადამიანის მიერ კვების დროს მიღებული ნახშირწყლები ორგანიზმში იშლება და გარდაიქმნება სპეციალურ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის წყაროს უჯრედებისთვის, თუმცა მისი ამ მიზნით მოხმარების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჰორმონი ინსულინი. ინსულინის მოქმედების მექანიზმი იხილეთ აქ. შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საჭირო რაოდენობით ინსულინს, ან ვერ იყენებს მას სათანადოდ. რასაც შედეგად მოსდევს აუთვისებელი გლუკოზას სისხლში დაგროვება…

გაგრძელება

ნახშირწყლოვანი ცვლა, შაქრიანი დიაბეტი

ინსულინი

ინსულინი გამომუშავდება პანკრეასის მიერ, რომელსაც მეორენაირად კუჭქვეშა ჯირკვალსაც უწოდებენ. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონის დანიშნულებაა დაეხმაროს ორგანიზმს საკვების სახით მიღებული ნახშირწყლებიდან აითვისოს და გამოიყენოს შაქარი (გლუკოზა) ენერგიის წარმოქმნის მიზნით და ასევე, შექმნას გლუკოზას მარაგი მისი შემდგომი გამოყენებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან. ორგანიზმის უჯრედებს ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ენერგია, ენერგიის წყაროს კი წარმოადგენს…

გაგრძელება