შაქრიანი დიაბეტი

გლუკოზას დონე სისხლში: ძირითადი ტერმინები, გამოკვლევის მეთოდები და მაჩვენებლის ნორმები

გლუკოზა

ჩვენს საკვებში შემავალი ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება და გარდაიქმნება უფრო მარტივ შაქრად, რომელსაც გლუკოზა ჰქვია. საკვებით მიღების გარდა, ის თავად ორგანიზმშიც წარმოიქმნება სხვადასხვა ნივთიერების გარდაქმნის გზით.

გლუკოზა ენერგიის მთავარი წყაროა ჩვენი უჯრედებისთვის.

საკვების დაშლის და ნაწლავიდან შეწოვის შემდეგ გლუკოზა გადადის სისხლში და აქედან უკვე ხვდება უჯრედებში ჰორმონ ინსულინის დახმარებით.

შაქრის დონე სისხლში ანუ გლიკემია იზომება ორი საერთაშორისო ერთეულით, ესენია: მმოლ/ლ და მგ/დლ. მათი კონვერტაციისთვის გამოიყენება შემდეგი წესი:

Netflix Of Gyms: The Best On-demand Fitness Streaming Platforms For The Home dianabol pills for sale 5 Dynamic Stretching Exercises for Fitness and Strength Athletes | BOXROX🔸მგ/დლ-ში გადასაყვანად მმოლ/ლ-ში მიღებული მაჩვენებელი მრავლდება 18-ზე

🔸მმოლ/ლ-ში გადასაყვანად მგ/დლ-ის მაჩვენებელი იყოფა 18-ზე

გლუკოზას ნორმაზე მაღალ შემცველობას სისხლში ჰიპერგლიკემია ჰქვია;

ნორმაზე დაბალ შემცველობას – ჰიპოგლიკემია;

ნორმალურ დონეს კი ნორმოგლიკემია.

შაქრის დონის გაზომვა სისხლში მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტია ნახშირწყლოვანი ცვლის შეფასებისთვის, შაქრიანი დიაბეტის ან მისი წინამორბედი მდგომარეობების აღმოჩენისთვის და უკვე დიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასადასტურებლად გლუკოზას გაზომვა ხდება ვენიდან აღებულ სისხლში, ხოლო თითიდან მიღებულ – კაპილარულ სისხლში მისი რაოდენობის განსაზღვრა ძირითადად მოწოდებულია უკვე დადასტურებული დიაგნოზის დროს სახლის პირობებში თვითკონტროლისთვის.

სისხლში გლუკოზას დონის შეფასების რამდენიმე გზა არსებობს:

გლუკოზას კვლევა უზმოზე:

უზმოდ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბოლო კვებიდან გასულია მინიმუმ 8 საათი.

🔸ნორმალური მაჩვენებელი: 70 – 99 მგ/დლ (3.9 – 5.5 მმოლ/ლ)

🔸პრედიაბეტი: 100 -125 მგ/დლ (5.6 – 6.9 მმოლ/ლ)

🔸შაქრიანი დიაბეტი: > 126 მგ/დლ ( 7 მმოლ/ლ)

გლუკოზას კვლევა ჭამიდან 2 საათში:

🔸ნორმა: < 140 მგ/დლ (7,8 მმოლ/ლ)

🔸პრედიაბეტი: 140 – 200 მგ/დლ ( 7,8 – 11,1 მმოლ/ლ)

🔸შაქრიანი დიაბეტი: > 200 მგ/დლ (11,1 მმოლ/ლ)

გლუკოზას მიმართ ტოლერანტობის ტესტი გულისხმობს შაქრის გამოკვლევას პირველად – უზმოზე და მეორედ – წყალში გახსნილი 75მგ გლუკოზას დალევიდან 2 საათში. ეს მეთოდი გამოიყენება საეჭვო შემთხვევებში დიაგნოზის დასაზუსტებლად და ორსულთა დიაბეტის აღმოსაჩენად.

გლუკოზას კვლევა ჭამისგან დამოუკიდებლად:

დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაზომილი გლუკოზას ჩვეული დონე სისხლში არ უნდა აღემატებოდეს 140 მგ/დლ-ს.

გლიკირებული ჰემოგლობინის გამოკვლევა (HbA1C ან A1C):

ტესტი საშუალებას იძლევა დადგინდეს როგორი იყო სისხლში გლუკოზას საშუალო დონე ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. ჰემოგლობინი არის სისხლის წითელი უჯრედების შემადგენლობაში შემავალი ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ორგანიზმში. მას აქვს უნარი აგრეთვე შეიკავშიროს გლუკოზა. ამ ტესტით კი დგინდება, თუ ჰემოგლობინის საერთო რაოდენობის რამდენი პროცენტია გლიკირებული ანუ გლუკოზასთან დაკავშირებული. რაც უფრო მაღალია გლუკოზა სისხლში, მით მეტი ჰემოგლობინია გლუკოზასთან შეერთებული. რადგან ჰემოგლობინის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 თვეს შეადგენს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ გამოკვლევის არსი, დადგინდეს ბოლო თვეების განმავლობაში სისხლში არსებული შაქრის რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი.

🔸ნორმა: < 5,7%

🔸პრედიაბეტი: 5,7 – 6,4 %

🔸შაქრიანი დიაბეტი: > 6,5%

ავტორი: ელგა გიორგაძე (ექიმი ენდოკრინოლოგი)

კონსულტაცია:

დიაგნოსტიკური ცენტრი დნმ პოლისი – თბილისი, მირიან მეფის ქ. 11ა, ტელ.: +995591523434

გააგრძელე კითხვა:

სისხლში გლუკოზას დონეზე მოქმედი ფაქტორები

პრედიაბეტი

თემატური პოსტერი:

გლუკოზა