ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ორგანო, რომელიც ნორმაში მდებარეობს კისრის წინა ზედაპირის ქვედა ნაწილში.

ჯირკვალი ვიზუალური ფორმით ძალიან წააგავს პეპელას და ხშირად სამედიცინო ლიტერატურაში ხასიათდება, როგორც პეპელას მსგავსი ორგანო.

ფარისებრი ჯირკვლის დანიშნულებაა ჰორმონების წარმოქმნა, რომლებიც ჯირკვლიდან გადადის სისხლში და ამ გზით მიეწოდება ორგანიზმის ყველა ქსოვილს.

თიროიდული ჰორმონები ეხმარება ორგანიზმს ენერგიის გამოყენებაში; ტემპერატურის რეგულაციაში; ნერვული სისტემის, გულის, კუნთების და სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაში.