ზოგადი

ენდოკრინოლოგთან ვიზიტის ჩვენებები

სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს შესაძლო ენდოკრინულ დარღვევაზე:
🔹გარეგნობის ცვლილება: სხეულის მასის შესამჩნევი მატება ან კლება შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში;
🔹ხასიათის ცვლილება: მომატებული აღგზნებადობა, ემოციური არამდგრადობა;
🔹მენსტრუალური ციკლის დარღვევები;
🔹უშვილობა;
🔹სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
🔹გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან;
🔹ოფლის გამოყოფის დარღვევა: გაძლიერებული ოფლიანობა ან კანის სიმშრალე;
🔹თმის საფარის ცვლილება: ჭარბთმიანობა ან თმის გაძლიერებული ცვენა;
🔹გულის რითმის დარღვევა: ტაქიკარდია ან ბრადიკარდია;
🔹არტერიული წნევის ცვლილება: მაღალი ციფრები ან დაბალი ციფრები;
🔹მადის ცვლილება: მომატება ან დაქვეითება;
🔹კუნთოვანი სისუსტე;
🔹ძვლების ხშირი მოტეხილობები;
🔹ზრდის შეფერხება ბავშვებში;
🔹ენდოკრინული დაავადების ოჯახური ანამნეზი.

ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი დარღვევის არსებობა განსაზღვრავს ენდოკრინოლოგთან ვიზიტის საჭიროებას.